ექსკურსიები


        2017  წლის 24 ივნისს, კარალეთის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე .თბილისში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზოოპარკი,  შემდეგ ვიმყოფებოდით მოზარდ-მაყურებელთა თეატრში,  სპექტაკლზე,  „მაუგლი“.  სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მოსწავლეებს.
       გულთბილი მეგზურობა გაგვიწიეს თბილისის ეროვნული მუზეუმის  თანამშრომლებმა. მოსწავლეებს ესაუბრნენ ეროვნული მუზეუმის დაარსების ისტორიაზე. ღია ცის ქვეშ - ეთნოგრაფიული მუზეუმი საქართველოს რეგიონების ცხოვრების სპეციფიკას და განსაკუთრებულობას ასახვს.


       ამ დღემ მათ,მართლაც, დიდი სიხარული მოუტანა...










სასწავლო წელი ექსკურსიით 

დავაგვირგვინეთ, 

ბედნიერ დასვენებას 

გისურვებთ ჩემო პატარებო! 


          სასწავლო წლის დასაწყისში  მოსწავლეები წავიყვანე ექსკურსიაზე ვარიანში, სადაც  დავათვალიერეთ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, შემდეგ გავისეირნეთ ატენის ხეობაში.

                 


საინტერესო ექსკურსიის მხიარული დასასრული
                          ( 23.06.2018წ.)







    კარალეთის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, სადაც მოინახულეს პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები,  ექსკურსიას ჰქონდა შემეცნებითი, და გასართობი ხასიათი.

0 коммент.:

Отправить комментарий