ღონისძიებები

        2016 წლის 18 მაისს,  კარალეთის №1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი ლამაზი ღონისძიებით გააცილეს. სწორედ დაწყებით კლასებში იწყება ქართული ენის დაუფლება და   საფუძველი ეყრება სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებას, მეტყველებას, ბგერების სწორად წარმოთქმას. სწავლის პირველი წელი ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქოლოგიის და გონების ჩამოყალიბების პროცესში, მსგავსი სახის ღონისძიებებიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას. პატარა აღსაზრდელები ნაბიჯ-ნაბიჯ, ასო-ასო ეუფლებიან ქართულ ენას და სასწავლო წლის ბოლოს კი მთელი წლის მანძილზე მიღებული ცოდნის წარმოჩენა ხდება.  
            ჩემო პატარებო ,გილოცავთ პირველი კლასის წარმატებით დამთავრებას, მადლობას გიხდით შრომისათვის , გისურვებთ მხიარულ და ბედნიერ საზაფხულო არდადეგებს!


               
           28  დეკემბერს,  კარალეთის N1  საჯრო  სკოლის  პირველმა  კლასმა  ახალი  წლის  დადგომა  მიულოცეს  მშობლებს,  მასწავლებლებს,  მოსწავლეებს.  
         ბავშვებმა მხიარულად გააცილეს 2015  წელი და თოვლის ბაბუასთან ერთად სიხარულით შეეგებნენ 2016 წლის დადგომას.

saaxalwlo - Kizoa Online Movie Maker


          


No title - Kizoa Online Movie Maker

          2015  წლის  13 ნოემბერს,  კარალეთის N1  საჯარო  სკოლაში ჩატარდა  I-ა  კლასის ღონისძიება - "რა  კარგია  შემოდგომა", რითაც  ბავშვებმა  ხალისისნად  გააცილეს წელიწადის   ეს ლამაზი დრო.
      მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ზეიმის მზადების პროცესში მოსწავლეები გაეცნენ წელიწადის ამ დროისათვის დამახასიათებელ  ბუნებრივ მოვლენებს, წარმოდგენა შეექმნათ საშემოდგომო საქმიანობაზე (ყურძნის კრეფა, ღვინის დაწურვა, სიმინდის თესვა, კაკლის ბერტყვა, ხილის კრეფა და შემოდგომის დოვლათის დაბინავება). მათ მხატვრულად გადმოსცეს ის განცდები და შთაბეჭდილებები, რომელიც შემოდგომას თან სდევს.


            ულამაზესი დღე იყო კარალეთის №1 საჯარო სკოლის II- კლასის მოსწავლეებისათვის 2016 წლის 28 დეკემბერი. ბავშვები საახალწლო განწყობით მოვიდნენ სკოლაში და საუკეთესო წუთები აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას. იყო სიმღერა, ცეკვა და მხიარული განწყობა.  საღამო დააგვირგვინა თოვლის ბაბუამ, რომელმაც საახალწლოდ საჩუქრები  დაურიგა პატარებს. ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ ის განწყობა, რომელიც იმ დღეს ჰქონდათ.




                   2017    წლის  21 აპრილს,   კარალეთის   N1     საჯარო  სკოლაში  ჩატარდა  ინტელექტუალური თამაში -   ,,ყველაზე ჭკვიანი“.   რომელთა  მიზანს მოსწავლეთა  შორის  ზოგადი  განათლებისა  და ინტელექტის  ამაღლება  წარმოადგენს.       სკოლა გამარჯვებას ულოცავს თამაშის ფინალისტებს და წარმატებებს უსურვებს ,,ყველაზე ჭკვიანის" თითოეულ მონაწილეს, მათთვის ეს პირველი ინტელექტუალური თამაში იყო და საკმაოდ კარგი შედეგი უჩვენეს.













საკლასო ვიქტორინა 
,,მინდა ყველაფერი ვიცოდე"
              2018 წლის  21 დეკემბერს, კარალეთის  N1  საჯარო  სკოლის  მე-4  კლასში  გაიმართა  საკლასო  ვიქტორინა -„ მინდა  ყველაფერი  ვიცოდე.“ 
                ვიქტორინას  მიზანი  იყოგანვლილი  მასალის  გამეორება-განმტკიცებალოგიკური  აზროვნების  განვითარებაგუნდური  მუშაობისა  და  თანამშრომლობის  უნარის  გამომუშავებაცოდნისა  და  ინტერესის  გაღრმავება  მათემატიკაშიქართულ  ენაშიბუნებასა  და  ხელოვნებაში
            ვიქტორინა  იყო  საკმაოდ  დაძაბულისაინტერესო  და  სახალისო.    ჟიურის  წევრებმა  ობიექტურად  შეაფასეს  გუნდებისკოლის  დირექციამ  თითოეული  გუნდი  სიგელით  დააჯილდოვა.











ღონისძიება - ,,ნატვრისთვალი წიგნში"

     კარალეთის N1  საჯარო სკოლის IV კლასელებმა ღონისძიება „ნატვრისთვალი წიგნში“ გამართეს.
      აღნიშნული ღონისძიებისა მიზანი იყო, მოსწავლეების მიერ სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა წიგნისადმი, მოსწავლეებისათვის მშობლიური ენის სიდიადის ჩვენება და მისადმი სიყვარულის გაღვივება. ღონისძიება მეოთხეკლასელებმა, წიგნებში მიმობნეული ნატვრისთვალის ძიებით დაიწყეს, აღნიშნეს, რომ მპოვნელს საინტერესო და ლამაზი ცხოვრება ელის.
      მაყურებელს აღუთქვეს, რომ კვლავ გააგრძელებენ ნატვრისთვალის (ცოდნის) ძებნას და აისრულებენ კეთილ სურვილებს, მომავალში აირჩევენ სხვადასხვა პროფესიას და იზრუნებენ თავიანთ სამშობლოზე.

0 коммент.:

Отправить комментарий